მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ს ჯაშუშობაში დასდო ბრალი და შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის შეზღუდვის განკარგულება გასცა
მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ს ჯაშუშობაში დასდო ბრალი და შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის შეზღუდვის განკარგულება გასცა.
როგორც ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მექსიკის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო.
მექსიკის პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებს, რომელშიც საუბარია მექსიკის ფლოტსა და ქვეყნის არმიას შორის არსებულ დაძაბულობაზე.
„ჩვენ დავიცავთ ფლოტისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რადგანაც ჩვენ პენტაგონის ჯაშუშობის სამიზნე ვართ“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
პენტაგონში განაცხადეს, რომ მექსიკის არმიასთან და ფლოტთან მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და მექსიკა საერთო გამოწვევებს ერთად უმკლავდებიან და პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთის სუვერენიტეტსა და საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგს.