მექსიკის დურანგოს შტატში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Aeromexico-ს თვითმფრინავი გვადალუპე ვიქტორიას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან ხუთ წუთში ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 80 ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
Mexican Airline-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინციდენტის შესწავლა მიმდინარეობს.