მექსიკის დურანგოს შტატში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

02:03, 01.08.2018

მექსიკის დურანგოს შტატში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Aeromexico-ს თვითმფრინავი გვადალუპე ვიქტორიას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან ხუთ წუთში ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 80 ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

Mexican Airline-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინციდენტის შესწავლა მიმდინარეობს.

მსგავსი