მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა პარლამენტის ახლად არჩეული დეპუტატი გაიტაცეს.
ასუსენა როდრიგეს სამორას, მეხიკო-ტუსპანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე დაესხნენ თავს. კანონმდებელი რამდენიმე პირთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
დეპუტატის თანმხლები პირები დაჭრეს, თავად სამორა კი გაიტაცეს.