მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა პარლამენტის დეპუტატი გაიტაცეს

11:43, 15.08.2018

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა პარლამენტის ახლად არჩეული დეპუტატი გაიტაცეს.

ასუსენა როდრიგეს სამორას, მეხიკო-ტუსპანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე დაესხნენ თავს. კანონმდებელი რამდენიმე პირთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

დეპუტატის თანმხლები პირები დაჭრეს, თავად სამორა კი გაიტაცეს.

მსგავსი