მექსიკაში სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 19 ადამიანის ცხედარია დამარხული
მექსიკაში სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 19 ადამიანის ცხედარია დამარხული

მექსიკის შტატ ხალისკოში სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 19 ადამიანის ცხედარია დამარხული. მათგან 16 მამაკაცის, სამი კი – ქალისა. მოშორებით არის ნაპოვნი კიდევ ორი თავის ქალა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ისინი ოთხი თვის წინ გარდაიცვალნენ.

მსგავსი სამარხები ხალისკოს შტატის გარდა სხვადასხვა დროს, ასევე აღმოჩენილია ჰერეროს, ვერაკრუსის, მორელოსის შტატებშიც. როგორც წესი, ასეთი სამარხები ცხედრების გადამალვის მიზნით ჩნდება.

გამოძიება გარდაცვალების მიზეზად, კრიმინალური დაჯგუფებებისა და ნარკოკარტელების წარმომადგენელთა მხრიდან აღნიშნული პირების მიმართ ანგარიშსწორებას მოიაზრებს.