მექსიკაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი მეხიკოში მოხდა. არიან დაშავებულებიც.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ერთ-ერთი ატრაქციონის კაბინა მოწყდა და შიგნით მსხდომი ადამიანები გადმოვარდნენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარის გამო გასართობი პარკი დროებით დახურული იქნება. მიმდინარეობს გამოძიება.