მექსიკაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

12:37, 29.09.2019

მექსიკაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი მეხიკოში მოხდა. არიან დაშავებულებიც.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ერთ-ერთი ატრაქციონის კაბინა მოწყდა და შიგნით მსხდომი ადამიანები გადმოვარდნენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარის გამო გასართობი პარკი დროებით დახურული იქნება. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი