მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2019“ სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონიალი გაიმართება
სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2019“ (Agile Spirit 2019) სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონიალი გაიმართება.
სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის პოლკოვნიკმა, კახა ტაბატაძემ მოწვეულ სტუმრებს სასწავლო აუდიტორიაში განვლილი სამეთაურო-საშტაბო ნაწილის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით კი, სამეთაურო-საშტაბო სწავლების დახურვის ცერემონიალი ჩატარდება.
სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სწავლების ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და სწავლების თანახელმძღვანელი პოლკოვნიკი ჯეიმს ბეიკერი სამხედროებს „მტკიცე სული 2019“-ის სამახსოვრო დაფებს გადასცემენ.
მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2019“-ის სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გაერთიანებული ძალების კოორდინაცია და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბება, მანევრის შესრულება და ძალთა განლაგება, სიღრმითი ოპერაციების ჩატარება, ქვედანაყოფის განთავსება და გაძლიერება, ბრძოლაში ჩართვის რაიონების მოწყობა, თავდაცვა სიღრმეში, კონტრშეტევა და სტაბილურობის ოპერაციებზე გადასვლა იყო.
მრავალეროვნული სწავლება ოფიციალურად 27 ივლისს დაიწყო და პარალელურად სამ ლოკაციაზე – სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე მიმდინარეობს. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობას, მათ შორის, საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.