მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანები კიკვიძის ბაღში იკრიბებიან [ფოტო]
11:00, 09.05.2023
მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანები კიკვიძის ბაღში იკრიბებიან.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება.
საქართველოში დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 114 ვეტერანია. მათგან უხუცესია 104 წლის ალექსანდრე ბუსკივაძე.
ამასთან, მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად – 1 000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 500 ლარი მიიღეს.