ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13:15, 09.05.2020

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი ოზურგეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში მივიდნენ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ამჟამად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ოთხი ვეტერანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა პირად ანგარიშზე 1 000 – 1 000 ლარი გადაურიცხა“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი