საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი.
ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებიდა სამ სართულიანი შენობის პირველ სართულზე. ერთ-ერთ პალატაში იყო ხუთი პაციენტი რომლებიც მეხანძრე მაშველებმა უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ, მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.