ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის გატაცებული გოგა საათაშვილი გათავისუფლებულია
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის გატაცებული, სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გოგა საათაშვილი გათავისუფლებულია.
გოგა საათაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა, ის რუსმა სამხედროებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
საათაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა გადაიხადა . შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ, გათავისუფლებული ოჯახს დაუბრუნდება.
გოგა საათაშვილი რუსმა სამხედროებმა ლომისობის დღესასწაულზე ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს. საათაშვილთან ერთად გატაცებული პირები დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.