ოკუპანტების მიერ სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია
ოკუპანტების მიერ სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ გამოყენებით და ასევე პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ უწყებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა. შეიარაღებული რუსი სამხედროები სულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს აედევნენ, ერთმა თავს გაქცევით უშველა, სამი დაკავებულიდან ერთი კი, სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. დაშავებული ცენტრალურ ხელისუფლებას გუშინ გადმოსცეს.