მეივეზერმა დაბრუნების შესახებ მიანიშნა (ვიდეო)
მეივეზერმა დაბრუნების შესახებ მიანიშნა (ვიდეო)

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლიოდ მეივეზერმა საკუთარ საკრივო დარბაზში თავისი ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა.

ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მატჩ-რევანშის ჩატარება მეივეზერსა და ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონს, ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის.

თავისი ბოლო ბრძოლა ფლოიდ მეივეზერმა 2017 წლის აგვისტოში ჩაატარა, როცა მეათე რაუნდში ნოკაუტით მოუგო შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს, ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს.

მეივეზერს პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლიდან ყველა აქვს მოგებული, მათ შორის, 27 – ნოკაუტით.

პაკიაო და მეივეზერი 2015 წელს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ, ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ფილიპინელს.

 

View this post on Instagram

 

@mayweatherpromotions

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on