პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა 5.3 მილიონი დოლარი დახარჯა ძვირფასებულობის შესაძენად, – წერს TMZ Sports. 41 წლის მეივეზერმა შეიძინა ყელსაბამი, ბეჭედი და სამაჯური.
მეივეზერი ბევერლი-ჰილზში საიუველირო მაღაზიას სტუმრობდა და ბეჭედში 2.3 მილიონი გადაიხადა, ბრილიანტის სამაჯურში – 2.5 მილიონი და ყელსაბამში – 500 ათასი.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ მეივეზერი 31 დეკემბერს, კრივის წესებით ბრძოლას გამართავს 20 წლის იაპონელ მებრძოლთან ტენსინ ნასუკავასთან.