მეივეზერისა და პოლის ბრძოლაში გამარჯვებული მხოლოდ ნოკაუტით გამოვლინდება #1TVSPORT
მეივეზერისა და პოლის ბრძოლაში გამარჯვებული მხოლოდ ნოკაუტით გამოვლინდება #1TVSPORT

ცნობილი გახდა ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერსა და ბლოგერ ლოგან პოლს შორის დანიშნული ორთაბრძოლის დეტალები.

როგორც ESPN იტყობინება, ბრძოლას არ ექნება ოფიციალური ხასიათი, ამიტომაც იქ არ იქნებიან მსაჯები რინგის მიღმა. შესაბამისად, ქულებით მოგებულის გამოვლენა შეუძლებელი იქნება, თუმცა ბრძოლას ეყოლება გამარჯვებული, თუ რომელიმე მოკრივე მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაშვებას შეძლებს.

ბრძოლა 6 ივნისს მაიამიში გაიმართება და ის შემდგარი იქნება რვა სამწუთიანი რაუნდისგან.