ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ატლანტაში ცეცხლი გაუხსნეს კორტეჟს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი იმყოფებოდა, – წერს გამოცემა Daily Express.
პოლიციის ინფორმაციით, სამი ავტომობილისგან შემდგარი კორტეჟი ღამის კლუბიდან სასტუმროში მიემართებოდა, როცა მას უცხო მანქანა აედევნა, საიდანაც რამდენჯერმე გაისროლეს.
სროლას დევნა მოჰყვა, მაგრამ ავტომობილი, რომელშიც მეივეზერი იჯდა, თავდამსხმელებს გაექცა.
ინციდენტის შედეგად, მოკრივის ერთ-ერთი პირადი მცველი ფეხში დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.