საულ ალვარესი მეივეზერთან რევანშისთვის მზად არის
საულ ალვარესი მეივეზერთან რევანშისთვის მზად არის

საშუალო წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, WBA-სა და WBC-ის ვერსიებით საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, საულ ალვარესმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის დამარცხება შეუძლია.

„რევანში მეივეზერთან? მაშინ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ახლა, სულ სხვა მებრძოლი ვარ. ეს იქნება ბრძოლა სულ სხვანაირი შედეგით”, – მოჰყავს ალვარესის სიტყვები TMZ-ს.

მექსიკელმა მეივეზერთან 2013 წელს, მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.

უფრო ადრე, 42 წლის მეივეზერმა 2020 წელს ორი ბრძოლის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ორივე შეხვედრას, სავარაუდოდ, საგამოფენო ხასიათი ექნება.