მეივეზერი ხაბიბთან ან მაკრეგორთან საბრძოლველად 600 მილიონ დოლარს ითხოვს
მეივეზერი ხაბიბთან ან მაკრეგორთან საბრძოლველად 600 მილიონ დოლარს ითხოვს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უძლეველი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი აცხადებს, რომ ზად არის ხაბიბსაც შეებრძოლოს და მაკგრეგორსაც თუ 600 მილიონ დოლარს გადაუხდიან.

„ახლა ორი სახელია – კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი, – ციტირებს მეივეზერის სიტყვებს Mirror. – ჩემთვის ეს 600 მილიონი დოლარია. თუ რინგზე დავბრუნდები, ეს ამად უნდა ღირდეს.

კრივის სამყაროში ჩვეულებრივ სპორტსმენთან ბრძოლას ჩემთვის აზრი არ აქვს. მე საქმიანი ადამიანი ვარ. მაკგრეგორთან ბრძოლას ჰქონდა აზრი, რადგან ფული მოიტანა.

მე არ ვხვდები მებრძოლებს, რომელთა უკან ქალაქები დგანან. თუ რინგზე გავალ, ჩემი მოწინააღმდეგის უკან მთელი ქვეყანა უნდა იდგეს. პირველი ბრძოლა საინტერესო იყო. ეს სახალისო ბიზნესია.“

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მეივეზერი მაკგერეგორს კრივის წესებით შეებრძოლა და ირლანდიელი დამაჯერებლად დაამარცხა.