ხაბიბის აგენტმა მეივეზერთან ბრძოლა დაანონსა
ხაბიბის აგენტმა მეივეზერთან ბრძოლა დაანონსა

რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა 2020 წელს რინგზე დაბრუნება დაანონსა.

ფლოიდი მოლაპარაკებებს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტთან დანა უაიტთან აწარმოებს, რომელიც ამავე დროს მეივეზერის აგენტიც არის.

UFC-ის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის აგენტმა, ალი აბდელ აზიზმა გუშინ საკუთარ ტვიტერის გვერდზე საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა. აფიშაზე ხაბიბი და ფლოიდი არიან ნაჩვენები.

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანა უაიტი და მეივეზერი სწორედ ხაბიბთან ბრძოლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. როგორც ირკვევა, ლეგენდარული მოკრივისა და დაღესტნელი მებრძოლის შეხვედრა, შესაძლოა სულ მალე, საუდის არაბეთში შედგეს.

https://t.co/4PFuK7QoVT pic.twitter.com/Nwu7pnjsaP