მეივეზერი მზად არის, რომ მაკგრეგორს ისევ შეებრძოლოს
მეივეზერი მზად არის, რომ მაკგრეგორს ისევ შეებრძოლოს

ლეგენდარული მოკრივე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი (ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში) ფლიოდ მეივეზერი მზად არის, რომ ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს რინგზე კვლავ შეხვდეს.

„თუ გადამიხდიან, მე მზად ვარ, რომ ისევ წავითამაშო, – ციტირებს მეივეზერის სიტყვებს TMZ. – თან, თუ ხელზე გადამიხდიან, მაშინ, კონორ მზად ვარ, რომ ისევ გცემო.“

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში რინგზე ერთმანეთს ორი ვარსკვლავი შეხვდა. ფლოიდ მეივეზერმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი (კრივის წესებით) დამაჯერებლად დაამარცხა.