მეივეზერმა კრივში კარიერის გაგრძელება გამორიცხა
მეივეზერმა კრივში კარიერის გაგრძელება გამორიცხა

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ არ აპირებს პროფესიულ კრივში დაბრუნებას. მისი სიტყვებით, თანამედროვე მოკრივეებს შორის არ არიან ღირსეული მოწინააღმდეგეები.

„მე არ მიმიტოვებია ბიზნესი. ორჯერ შევძელი ერთ საღამოს 320 მილიონი დოლარის გამომუშავება. ამისთვის დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა… თუ მაინც გავალ რინგზე, ეს იქნება შოუ და ბიზნესი, მაგრამ არა კრივი. კრივი აღარ იქნება. მეყოფა, პენსიაში ვარ, მომწონს ჩემი ცხოვრება.

თუ მექნება შესაძლებლობა, მივიღებ ცოტა სიამოვნებას და გამოვიმუშავებ 600 მილიონ დოლარს. რატომაც არა? მაგრამ რინგზე გავალ მხოლოდ იმის წინააღმდეგ, ვინც მართლა იმსახურებს ამას. მაგრამ დღე არ არის არავინ, ვინც მაიძულებს დაბრუნებას. მე დავამთავრე კრივი და ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებ. მეტი არც მინდა“, – განაცხადა ფლოიდმა.

უფრო ადრე, 43 წლის ამერიკელმა განაცხადა, რომ მხოლოდ კონორ მაკგრეგორთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა აინტერესებს.