მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლოკალიზებულია.
თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მისივე ცნობით, მოქალაქეთა ევაკუაცია რესტორნიდან დროულად მოხდა. დამწვარია დაახლოებით 170კვ.მ-დე ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.