წინასწარი დასკვნით, „მაჭახელაში“ ხანძარი სამზარეულოს გამწოვიდან გაჩნდა 
წინასწარი დასკვნით, „მაჭახელაში“ ხანძარი სამზარეულოს გამწოვიდან გაჩნდა 

„მაჭახელაში“ ხანძარი სავარაუდოდ სამზარეულოს გამწოვიდან გაჩნდა – ამის შესახებ პირველ არხს „მეიდან ჯგუფში“ განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა რესტორნის ტერიტორია შეისწავლა და დაასკვნა, რომ ცეცხლი სამზარეულოს გამწოვის მილიდან გაჩნდა.

რესტორნის მმართველი კომპანიის ცნობით, კვების ობიექტმა მუშაობა დილის 08:00 საათიდან განაახლა.

მათივე ცნობით, გუშინდელი ხანძრის შედეგად სხვენის ნაწილი – 40 კვ.მ. ფართი დაიწვა.