რესტორან „მაჭახელაში“ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე 15 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რესტორნის ე.წ. მანსარდში გაჩნდა, სადაც ალკოჰოლური სასმელები ინახებოდა.

რესტორნიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.