მეგობრობის დღე ფეისბუქზე - მიანიჭე მეგობრებს სხვადასხვა ნომინაცია
მეგობრობის დღე ფეისბუქზე - მიანიჭე მეგობრებს სხვადასხვა ნომინაცია

მართალია, მსოფლიო მეგობრობის დღეს 30 ივლისს აღნიშნავს, თუმცა კომპანია ფეისბუქმა საკუთარი მეგობრობის დღე დააწესა. თარიღი კომპანიამ საკუთარ დაბადებას, 4 თებერვალს დაამთხვია და სოციალურ ქსელში კრეატიული ღონისძიებაც შემოგვთავაზა. ლინკზე – fb.com/friendsday საშუალება გვაქვს ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა ნომინაცია მივანიჭოთ და სპეციალურად შექმნილი ვიდეო მათ კედელზე გამოვაქვეყნოთ.

​კომპანია ფეისბუქი 2004 წელს მარკ ცუკერბერგმა დაარსა. წლევანდელ იუბილეზე ფეისბუქს სურს, მომხმარებლებს აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თითოეული მომხმარებელი, ამის დასტურად კი, ახალი კამპანია წამოიწყო.

friendsday ავტომატურად გვთავაზობთ მეგობრებსა და ნომინაციებს, თუმცა შესაძლებელია საკუთარი ნომინაციის შექმნაც, რომელსაც კონკრეტულ მეგობარს მიანიჭებთ.

ნომინაციები შეიძლება იყოს შემდეგი სახის: საუკეთესო მეგობარი, ყველაზე ყურადღებიანი, ადამიანი, რომელსაც არასდროს ავიწყდება ჩემი დაბადების დღე და ა.შ. ამ მხრივ, თქვენ სრული თავისუფლება გაქვთ.