მეგან მარკლის საქორწინო კაბა ფრანგულ მოდის სახლ Givenchy-ს ეკუთვნის [ფოტო]
მეგან მარკლის საქორწინო კაბა ფრანგულ მოდის სახლს Givenchy-ს ეკუთვნის.
კაბა, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს, მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა Clare Waight Keller-მა შექმნა.
პატარძალს თავზე ბრილიანტის დიადემა ამშვენებს.
მეგან მარკლი საკურთხეველთან პრინცი ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მარკლის მამა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.