ნორვეგიამ ყველაზე წარმატებით ჩაატარა პიონჩანგის თამაშების მე-12 სათამაშო დღე – მოიგო ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
მედლების ჩათვლაში ნორვეგია ისევ „სუფთა“ პირველ ადგილზე გადავიდა – გაუსწრო გერმანიას, რომელიც 21 ოქტომბერს ერთი ოქროთი შემოიფარგლა.
ნორვეგიას ერთი ნაბიჯიღა აშორებს ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე ოქროების რაოდენობით რეკორდის გამეორებასთან – 2010 წელს ვანკუვერის თამაშებზე კანადის ნაკრებმა 14 ოქრო აიღო. იმავე ოლიმპიადაზე აშშ-მა მედლების საერთო რაოდენობით დაამყარა რეკორდი – 37. ნორვეგიას ამ მომენტისთვის 33 მედალი აქვს.
ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 13 11 9 33
2. გერმანია 12 7 5 24
3. კანადა 9 5 7 21
4. ჰოლანდია 6 6 4 16
5. აშშ 6 4 6 16
6. საფრანგეთი 5 4 5 14
7. შვედეთი 4 4 0 8
8. კორეა 4 3 2 9
9. ავსტრია 4 2 4 10
10. იაპონია 3 5 3 11
11. იტალია 3 2 4 9
12. შვეიცარია 2 5 1 8
13. ჩეხეთი 1 2 3 6
14. სლოვაკეთი 1 2 0 3
15. ბელარუსი 1 1 0 2
16. ბრიტანეთი 1 0 3 4
17. პოლონეთი 1 0 1 2
18. უკრაინა 1 0 0 1
19. ჩინეთი 0 5 2 7
20. ოარ 0 4 9 13
21. ავსტრალია 0 2 1 3
22. სლოვენია 0 1 0 1
23. ფინეთი 0 0 3 3
24. ესპანეთი 0 0 2 2
25. ყაზახეთი 0 0 1 1
25. ლიხტენშტაინი 0 0 1 1
25. ლატვია 0 0 1 1
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე