ნორვეგიამ მედლების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა
ნორვეგიამ მედლების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა

პიონჩანგის ოლიმპიადის მეათე სათამაშო დღის შემდეგ, ნორვეგიის ოლიმპიურმა ნაკრებმა პირადი რეკორდი დაამყარა ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით.

მას შემდეგ, რაც ორშაბათს მოციგურავე ლორენც ჰოვარდმა 500 მეტრზე რბენაში ოქრო მოიპოვა, ნორვეგიელებმა პიონჩანგში მედლების საერთო მონაგარი 27-მდე (10 ოქრო, 9 ვერცხლი და 13 ბრინჯაო) აიყვანეს.

მათი წინა რეკორდი 26 მედალს უდრიდა და ეს რიცხვი ორჯერ დაფიქსირდა – 1994 და 2014 წლების თამაშებში.

ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე მედლების საერთო რიცხვით აბსოლუტური ლიდერობა აშშ-ის ნაკრებს ეკუთვნის – 2010 წელს, ვანკუვერის თამაშებზე ამერიკელებმა 37 მედალი მოიგეს (9 ოქრო, 15 ვერცხლი, 13 ბრინჯაო). ამასთან, მაშინ აშშ მედლების ჩათვლაში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.