კანადამ მეშვიდე ოქრო მოიგო (ვიდეო)

პიონჩანგის ოლიმპიადის მეათე სათამაშო დღეს მედლების პირველი კომპლექტი ქალებს შორის ფრისტაილის სახეობა ჰაფპაიპში გათამაშდა.

სპორტსმენებს სამი ცდა ჰქონდათ. მეორე ცდაზე კანადელმა კეისი შარპმა 95,80 ქულა დააგროვა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის.

მეორეზე გავიდა ფრანგი მარი მარტინო – მას 92,60 ქულა ჰქონდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ამერიკელმა ბრიტა სიგურნიმ – 91.60.

ჩემპიონი კეისი შარპი 25 წლისაა. ის წელს მსოფლიოს თასის ლიდერია, კარიერაში საუკეთესო შედეგი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა – ვერცხლის მედალი.

კანადამ ოლიმპიადაზე მეშვიდე ოქრო მოიპოვა, სულ კი 18 მედალი აქვს. ორივე მაჩვენებლით ეს გუნდი მესამე ადგილზეა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე