მედიკო მარგოშვილი - ჩემს მეუღლეს თუ დააკავებენ, თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად სიცოცხლეს შევწირავ
მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ დააკავებენ, სიცოცხლეს შევწირავ თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, თუ მეც მომკლავენ, ჩემი შვილი და ხეობა დგას ჩვენს უკან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან აქცია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შემდეგაც გაგრძელდება.
მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშილის დაკავების საფუძველი არ არსებობს და სამართალდამცავებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოუძიებელი საქმის გადაფარვა უნდათ.
მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროვოკაციებს უწყობდნენ, მათ შორის, დაუზიანეს ავტომობილის საბურავი, „რათა ავარია მოსვლოდა“.