მალხაზ მაჩალიკაშილი - კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი
მალხაზ მაჩალიკაშილი - კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი

კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი, მაგრამ, ღმერთო მიშველე, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სადაც პროკურატურის ჭიშკარს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი დაადეს.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას მეტი რესურსი აღარ დარჩა გარდა პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებისა.

„ირაკლი ოქრუაშვილის, გია რურუას საქმეებისთვის, დანარჩენი სიბინძურეებისთვის დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს. რაც შეეხება პროკურატურისთვის კლიტის დადებას, პროკურატურას კლიტე კი არა, აქ დასადები რა არის, მე ვიცი, მაგრამ ღმერთო, მიშველე, საქართველოს სიყვარულით. ორი წელია, იმისთვის ვიბრძვი, შე დედააფეთქებულო, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე პროკურორი ხარ თუ გენპროკურორი. „ნაციონალები“ თავზე დაგვამხობენ ხელისუფლებასო, შენი დედაც და იმათი დედაც, თუ დაგვამხობენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.