მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ მხარდაჭერა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ მხარდაჭერა

მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსს უჭერს მხარს. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მოგესალმებით ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას. მე ძირითადად ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს, რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს. ჯერ ვერ შევძელი და ვაგრძელებ ერთობლივ ბრძოლას, რათა დავიცვა თემირლანის სიმართლე და დავიცვა ასევე ამ ქვეყნის ახალგაზრდობა. ვიცი, იმედდაკარგული, ხელებჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის პერსპექტივა და სურვილი ექნება, იბრძოლოს სიბოროტის წინააღმდეგ. ვიცი, გაჩნდება ეჭვი, აგერ მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა, ამიტომ ჩვენ ერთად მივალთ სიმართლემდე. ქისტებს მოვუწოდებ, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგავარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას, არასამართლიანი გზით. აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს. ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის, არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება, არ არის საჭირო. თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. არ არის აუცილებელი, ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან. მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია“, – წერს მაჩალიკაშვილი.