მედიის წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ საქმიანობის დასადგენად გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
მედიის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც პლატფორმა „ალტ ინფოს“ წევრების და მისი საქმიანობის დასადგენად გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ერთობლივ განცხადებას არაერთი ჟურნალისტი აწერს ხელს. მედიის წარმომადგენლებს აქვთ კითხვები მთავარ საგამოძიებო უწყებებთან, ხომ არ დაინტერესდა თავად პროკურატურა „ალტ ინფოს“ საქმიანობით, რადგან როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ამ პლატფორმის ვიდეოები ძალადობრივ განცხადებებს შეიცავს.
პარალელურად, მედიის წარმომადგენლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციების მთავარი ორგანიზატორები და ადამიანები, რომლებიც მედიაზე თავდასხმის მითითებებს გასცემდნენ.