მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა
ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, ყაზახეთი ასევე დატოვეს ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილებმა ოჯახებთან ერთად. ამ დროისთვის ქვეყანაში რჩება ნურსულთანის ძმა, ბოლათ ნაზარბაევი.
აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი საჯაროდ ბოლოს 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გამოჩნდა, სადაც ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) არაფორმალურ სამიტში იღებდა მონაწილეობას.