მედიის ინფორმაციით, თურქეთმა უარი განუცხადა უკრაინის ელჩს თხოვნაზე, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსულ სამხედრო ხომალდებს მიმოსვლა შეუზღუდოს
თურქეთმა უარი განუცხადა უკრაინის ელჩს თხოვნაზე, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსულ სამხედრო ხომალდებს მიმოსვლა შეუზღუდოს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„თურქეთს შეუძლია, შეზღუდოს სამხედრო ხომალდების გასვლა სრუტეებზე, თუმცა „მონტრეს კონვენცია“ ასევე ითვალისწინებს, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხომალდებს საკუთარ ბაზებზე დაბრუნება შეუძლიათ და მათთვის ეს ნებადართული უნდა იყოს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.