მედიის ინფორმაციით, პოდოლსკის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
კიევში, პოდოლსკის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გვიან ღამით, პოდოლსკის რაიონში აფეთქებების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანდა რამდენიმე სახლი და სავაჭრო ცენტრის ტერიტორია.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები ადგილზე ახლაც გრძელდება.