ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, რეგიონში საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა
ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეგიონში საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
„ევროკავშირი რეგიონული ომის თავიდან აცილებაში წვლილის შეტანის ერთგული რჩება“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.
The EU condemns in the strongest terms Iran’s attack against Israel.
The dangerous cycle of attacks and retaliation risks to spiralling out of control. An immediate ceasefire across the region is needed.
The EU remains fully committed to contribute to avert a regional war.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) October 1, 2024