მედიის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში იარაღით ვაჭრობა იზრდება, რადგან 2020 წელს 100 უდიდესი კომპანიის მოგებამ 531 მილიარდ დოლარს მიაღწია
პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში იარაღით ვაჭრობა იზრდება, რადგან 2020 წელს 100 უდიდესი კომპანიის მოგებამ 531 მილიარდ დოლარს მიაღწია, – ინფორმაციას ამის შესახებ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტზე (SAPRI) დაყრდნობით „ალჯაზირა“ ავრცელებს.
ინსტიტუტის ინფორმაციით, იარაღით მოვაჭრე კომპანიების მოგება 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 1.3 პროცენტით გაიზარდა.
შვედური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, იარაღით ვაჭრობის ინდუსტრიაში კვლავ აშშ-ის კომპანიები ლიდერობენ, რომლებზეც საერთო გაყიდვების 54 პროცენტი მოდის. 2018 წლიდან, რეიტინგის ლიდერი ხუთი კომპანია აშშ-შია დაფუძნებული. ჩინეთის წამყვანი ფირმების გაყიდვებმა 2020 წელს 66.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მსოფლიოს 100 უდიდეს კომპანიას შორის არის 26 ევროპული კომპანია, რომლებმაც გასულ წელს 109 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღით ივაჭრეს. რუსული იარაღის გაყიდვები კი ზედიზედ მესამე წელია, იკლებს. 100 უდიდეს კომპანიას შორის არის ისრაელის, იაპონიის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის კომპანიები.