დონალდ ტრამპი იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების დატოვებას აპირებს
დონალდ ტრამპი იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების დატოვებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების დატოვებას აპირებს. შეთანხმებას 2013 წელს ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი, თუმცა ის კონგრესმა არ მიიღო. დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმართავს კონგრესს, შეაჩეროს რატიფიკაციის პროცესი.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეთანხმება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს და კონსტიტუციის მეორე შესწორებას ეწინააღმდეგება.

იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წელს მიიღო.

შეთანხმების რატიფიცირება 101-მა ქვეყანამ მოახდინა. 29 ქვეყანამ მას ხელი მოაწერა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ჯერჯერობით მისი რატიფიცირება არ მოუხდენიათ.

შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ირანმა.

დატოვე კომენტარი