მედიის ინფორმაციით, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მზადაა, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები ტაივანთან დაკავშირებით
მედიის ინფორმაციით, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მზადაა, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები ტაივანთან დაკავშირებით

ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მზადაა, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები ტაივანთან დაკავშირებით. მედიის ინფორმაციით, აღიშნულით ოფიციალური პეკინი გამოეხმაურა ტაივანთან მიმართებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტოკიოში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ბაიდენი ამბობს, რომ აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება.

როგორც მედია წერს, ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ჟურნალისტებთან საუბარისას აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

„ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის წმინდა შიდა საქმეა. საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითად ინტერესებს, ოფიციალურ პეკინს კომპრომისისა და დათმობის ადგილი არ აქვს. არავის მხრიდან არ უნდა მოხდეს ჩინელი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილების, მტკიცე ნებისა და ძლიერი უნარის შეუფასებლობა ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – აღნიშნა ვან ვენბინმა.