ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა იაპონიაში ვიზიტისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ტოკიოში ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს, თუ მას ჩინეთი თავს დაესხმება, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ“. ბაიდენმა დასძინა, რომ ჩინეთი ტაივანის საკითხზე „საფრთხეს ეფლირტავება.“

„ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ… ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასზე და აქედან გაფორმდა ყველა დაგეგმილი შეთანხმება, მაგრამ აზრი, რომ შეიძლება მისი ძალით აღება, უბრალოდ მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ბაიდენმა.

დასავლური მედიის შეფასებით, ბაიდენის კომენტარები არის გადახვევა აშშ-ის ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკიდან.

დატოვე კომენტარი