მედიის ინფორმაციით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“ დაიბომბა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“ დაიბომბა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანასთან სამი რაკეტა ჩამოვარდა, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.