მედიის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება ეჭვობს, რომ მეცნიერის მკვლელობაში ისრაელთან ერთად ქვეყნის ოპოზიციაც მონაწილეობდა
მედიის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება ეჭვობს, რომ მეცნიერის მკვლელობაში ისრაელთან ერთად ქვეყნის ოპოზიციაც მონაწილეობდა

ირანის ხელისუფლება ეჭვობს, რომ მეცნიერის მკვლელობაში ისრაელთან ერთად ქვეყნის ოპოზიციაც მონაწილეობდა.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ოპოზიციური ჯგუფი, „მონაფეღინი“ იყო ჩართული. „მონაფეღინი“ არის ტერმინი, რომელსაც ოფიციალური პირები პარიზში მდებარე „ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს“ აღსანიშნავად იყენებენ. აღნიშნული ორგანიზაცია ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ბლოკია, რომლებიც შიიტი მუსლიმების სასულიერო მმართველობის დასრულებას ცდილობენ.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ დაწერა, რომ ფახრიზადე დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს. არაბული „ალ ალამ ტივის“ ცნობით, თავდასხმის დროს გამოყენებული იარაღი სატელიტით კონტროლდებოდა.