მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, 1 000-ზე მეტ ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ
მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, 1 000-ზე მეტ ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, 1 000-ზე მეტ ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას აღმოაჩინეს დაშავებულები და დაღუპულები.

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში 2 670-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 9 600 კი დაშავდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვის შემდეგ ჩრდილოეთ ღაზაში, სულ მცირე, ოთხი საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.