მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა
მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გეგმავს შეხვედრას.

გავრცელებული ინფორმაციით, შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.