მედიის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ლიდერები აცხადებენ, რომ დაბომბვების გახშირების გამო, მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია დაიწყეს
მედიის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ლიდერები აცხადებენ, რომ დაბომბვების გახშირების გამო, მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია დაიწყეს

რუსეთისგან მხარდაჭერილი დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ლიდერი აცხადებს, რომ დაბომბვების გახშირების გამო მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია დაიწყეს, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშილინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევაკუირებული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დათანხმდა. პუშილინის თქმით, ევაკუაციის დროს პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულ ადამიანებს მიენიჭებათ.

„დღეს, 18 თებერვალს, რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის მასობრივი ცენტრალიზებული ევაკუაცია მოეწყო. პირველ რიგში უნდა მოხდეს ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაცია. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების თანახმად, როსტოვის ოლქში ჩვენი მოქალაქეების მიღებისა და განსახლების ადგილები მომზადდა. ევაკუირებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ნივთით. საზღვრის სწრაფად გადაკვეთისთვის ყველა პირობა საგუშაგოებზე დაწესდა“, – აღნიშნა დენის პუშილინმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს რუსეთში ევაკუაციისკენ მოუწოდა ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმაც.