მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა
ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ მიუნსეტრში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.
გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ასევე ჯერ უცნობია, არის თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.