მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა

19:40, 07.04.2018

ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ მიუნსეტრში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ასევე ჯერ უცნობია, არის თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

მსგავსი